"ფორმა უნდა გაიხადო... შენ ხარ მოძალადე, უნამუსო" - კადრები გლდანიდან, სადაც ნიკა მელია და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და ფლაერებს არიგებდნენ, ხმაური იყო. მაშინ, როცა ნიკა მელია ოპიზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ კვირას, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე უნდა მივიდნენ, მელიასთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა. თავად ნიკა მელიამ კი ადგილზე მყოფ პოლიციას მიმართა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა, რასაც ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ამაზე კი შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.
ამაზე კი შსს-ს წარმომადგენელმა მელიას უპასუხა, რომ გლდანში არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.