"იმედია, ჩვენს ცეკვას არ მიითვისებენ" - ახალ თურქულ სერიალში ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენეს
თურქული სერიალების სამყაროს კიდევ ერთი ახალი სერიალი, სახელად "არიზა" შეემატა. სერიალის პირველი ეპიზოდი თურქულ სატელევიზიო ეთერში 13 სექტემბერს გავიდა და ფრაგმენტები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
სერიალის ერთ-ერთი ეპიზოდი კი ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მასში ჩანს, როგორ ცეკვავენ მსახიობები ქორწილში კავკასიური მუსიკის მოტივებზე ქართული ილეთებით.
ცეკვაში არის როგორც "ლეზგინკის", ასევე "მთიულურისა" და "დავლური ცეკვის" ელემენტები.
სოციალურ ქსელში აღნიშნულ ცეკვას დიდი განხილვა მოჰყვა.
"იმედია, ჩვენს ცეკვას არ მიითვისებენ."
"მეჩვენება თუ ქართულად ცეკვავენ?"
"და ახლა ამათ რა უნდათ, ეს ცეკვა თავისად გაასაღონ და ასე აჩვენონ მსოფლიოს?"
მიხარია, რომ ქართული ცეკვით დაიწყო ეს სერიალი, არ მგონია, ვინმემ რამე მიითვისოს" - წერენ კომენტარებში.
სერიალში მთავარ როლებს მსახიობები აიჩა აიშინ თურანი და თოლგა სარითაში ასრულებენ.