1 გარდაცვლილი პოლიციელი და 170-ზე მეტი დაშავებული: დიდი არეულობა ბეირუთში, სადაც შეტაკებები რადიკალურ ზომებს იღებს, 2 მინისტრი კი გადადგა
ლიბანში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
"წითელი ჯვრის" ცნობით, შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, 170-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც "პარლამენტის მოედანსა" და "მარტირსის მოედანზე" შეიკრიბნენ და მთავრობის გადადგომას და რეფორმებს ითხოვდნენ, სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.