loader

"თქვენ ცალსახად დაარღვიეთ კანონი" - რა სიტყვებით მიმართა ბრალდებული მორაგბეების ადვოკატმა მოსამართლეს, რის შემდეგაც მისი აცილება მოითხოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ცალსახად დაარღვიეთ კანონი" - რა სიტყვებით მიმართა ბრალდებული მორაგბეების ადვოკატმა მოსამართლეს, რის შემდეგაც მისი აცილება მოითხოვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა პროცესზე მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება. როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულების ადვოკატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. კერძოდ კი, უფლებადამცველები დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვენ.