"ნესვი ვაჭამე და გული აერია, მეტი არაფერი..." - 10 თვის ჩვილის ოჯახს კორონავირუსის დიაგნოზის არ სჯერა
ყარაჯალაში დაინფიცირებული 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრების ვერსიით, ჩვილის რეალური დიაგნოზი მოწამვლაა. ისინი არ იზიარებენ ბავშვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურ ვერსიას. ამის შესახებ მათ "პალიტრავიდეოსთან" საუბრისას განაცხადეს.