loader

ვინ არის ქალი, რომელიც გასულ ღამეს გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქალი, რომელიც გასულ ღამეს გასროლილმა ტყვიამ საკუთარ სახლში იმსხვერპლა და რას წერს ტრაგედიის შესახებ ნიკა მელია

ვაჟა-ფშაველაზე გუშინ, გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ფაქტზე, რასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკავებული.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ "კომენდანტის საათის" დროს შსს-ს თანამშრომლები ღრეობას აწყობენ, აივანზე გადიან და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან.


ასევე იხილეთ: პირველი კადრები სახლიდან, სადაც ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალი იმსხვერპლა

რას ჰყვებიან მეზობლები ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ტრაგედიასა და ქალზე, რომელიც პოლიციელის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

"ადამიანი იჯდა ტელევიზორთან და მოხვდა თავში ტყვია" - ქალი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე ბრმა ტყვიამ მოკლა, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა