loader

"თუ არ გინდათ იგივე ბედი გაიზიაროთ, დაეყარეთ სახლში!" - ვარკეთილში მოქალაქეთა დაჯარიმების ახალი კადრები და ინტერნეტმომხმარებელთა გამოხმაურებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ არ გინდათ იგივე ბედი გაიზიაროთ, დაეყარეთ სახლში!" - ვარკეთილში მოქალაქეთა დაჯარიმების ახალი კადრები და ინტერნეტმომხმარებელთა გამოხმაურებები

შსს-მ ვარკეთილში ექვსი პირი დააკავა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მოქალაქეების დაკავება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის დარღვევისთვის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეთა ჯგუფი ვარკეთილში აღდგომას აღნიშნავდა, რა დროსაც მათთან პოლიცია მივიდა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. აღნიშნულს მოქალაქეების მხრიდან აგრესია მოჰყვა. საბოლოოდ პოლიციამ მოქალაქეები დააკავა.ადგილზე სამართალდამცველთა რამდენიმე ეკიპაჟის მობილიზება გახდა საჭირო.
შსს-ს ინფორმაციით, 2 პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, ხოლო 4 ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლით.