loader

"ყოველ კუთხეში იქნება პატრული და ჯარი - ქალაქშიც, სოფელშიც, ბირჟებზეც..." - როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება მკაცრი კარანტინის ამოქმედების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველ კუთხეში იქნება პატრული და ჯარი - ქალაქშიც, სოფელშიც, ბირჟებზეც..." - როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება მკაცრი კარანტინის ამოქმედების შემდეგ

დღესდღეობით, პლანეტის მოსახლეობის მესამედზე მეტს ამა თუ იმ შეზღუდვის ქვეშ უწევს ცხოვრება. სხვადასხვა ქვეყანა საკუთარი მოქალაქეების მიმართ კარანტინის სხვადასხვა ფორმას იყენებს.

მკაცრი კარანტინის დროს, მაგალითად, მოქალაქეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სახლიდან გასვლის შემთხვევაში, ამის აუცილებლობის დამტკიცება უნდა შეეძლოს; თითო ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს ეძლევა საყიდლებზე სიარულის უფლება, რომელიც ასევე, უნდა მიდიოდეს უახლოეს სურსათის მაღაზიასა თუ აფთიაქში; ქუჩებში კარანტინის აღსრულების მიმდინარეობას პოლიციური ძალები აკონტროლებენ.

სახელმწიფოებს შორის ინდოეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ახალმა ზელანდიამ, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ყველაზე შემზღუდველი მასობრივი კარანტინი აირჩიეს. ასეთი რეჟიმის დაწესების შემდეგ ესპანეთსა და იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები თანდათანობით კლებისკენ წავიდა.


ავტორი: ეკა აბაშიძე