loader

კადრებში ჩანს, როგორ დააჯარიმა პოლიციამ კახეთში, გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი 8 მეგობარი 3000 ლარით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრებში ჩანს, როგორ დააჯარიმა პოლიციამ კახეთში, გოგონას ხელის სათხოვნელად მისული სასიძო და მისი 8 მეგობარი 3000 ლარით

კა­ხეთ­ში პო­ლი­ცი­ამ ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის 9 პირი და­ა­ჯა­რი­მა. შემ­თხვე­ვა გასულ სა­ღა­მოს, 9 სა­ა­თის შემ­დეგ მოხ­და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყა­რა­ჯა­ლა­ში. პო­ლი­ცი­ამ და­ა­ჯა­რი­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და მისი 8 მე­გო­ბა­რი, რომ­ლე­ბიც სო­ფელ­ში გო­გო­ნას ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად მი­ვიდ­ნენ.
რო­გორც AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რივ­მა უამ­ბო, ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, სოფ­ლის სტა­დი­ონ­ზე გუ­ლის ფორ­მის კო­ცო­ნი აან­თო და ასე აპი­რებ­და ხე­ლის თხოვ­ნას, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ა­ჯა­რი­მეს ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, სა­ჯა­რო სივ­რცე­ში 3-ზე მეტი პი­რის შეკ­რე­ბის და 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის და­უც­ვე­ლო­ბის გამო.

პო­ლი­ცი­ამ 6 აპ­რი­ლის 21 სა­ა­თი­დან 7 აპ­რი­ლის დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სულ 112 მო­ქა­ლა­ქე და­ა­ჯა­რი­მა.