loader

საქართველოში ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება დაიწყო - "ნიღაბი ფარავს მთლიან სახეს და იცავს ვირუსის შეღწევისგან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება დაიწყო - "ნიღაბი ფარავს მთლიან სახეს და იცავს ვირუსის შეღწევისგან"

მაშინ, როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კომპანიების ნაწილი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათ შორისაა "ფავორიტი სტილი", რომელმაც შეძლო თავისი წარმოების მიმართულების შეცვლა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება.

ნიღბების წარმოების მიმართულებით კომპანია პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 3 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი.
აღსანიშნავია, რომ ნიღბების შემუშავებიდან 10 დღეში, კორპორაცია "ფორდმაც" გამოაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია. ეს "ფავორიტი სტილის" გუნდისთვის საამაყო ინფორმაციაა.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადეების და დამცავი ნიღბების შექმნილი დეფიციტის გამო გაჩნდა მსგავსი ნიღბების წარმოების იდეა, რომელიც დაიცავდა კონტაქტის დროს თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე, პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. ამ პირობებში, იმის მაგივრად, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ახლა არააქტუალურია, დაგვეხურა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ, წარმოება გადავანაწილეთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეცვა" - აღნიშნავს ანა გობრონიძე, კომპანია "ფავორიტი სტილის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

პროდუქტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ის მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება.

შეძენა შესაძლებელია "ფავორიტი სტილის" არხების მეშვეობით. საკმარისია, დარეკოთ ნომერზე: 032 2950011. ასევე შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე მიწოდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან.
მალე პროდუქცია მათ თაროებზეც გამოჩნდება.