loader

რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად: 3 სცენარი შესაძლო დანაკარგების შესახებ ISET-ისგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მასშტაბის დარტყმისთვის უნდა იყოს საქართველო მზად: 3 სცენარი შესაძლო დანაკარგების შესახებ ISET-ისგან

კოვიდ-19-ის პანდემიად გამოცხადების და მისი სწრაფი გავრცელების პირობებში მსოფლიო ეკონომიკა უდიდეს ზიანს განიცდის. რა თქმა უნდა, დიდი ეკონომიკური მასშტაბების პრობლემების წინაშე საქართველოც დადგა.

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა, შესაძლო დანაკარგების მიხედვით, რამდენიმე სცენარზე იმუშავა და კვლევა განახორციელა. ISET-ის უფროსი მკვლევარის, დავით კეშელავას თქმით, ეს კრიზისი განსხვავებულია სხვა კრიზისებისგან, იმიტომ, რომ ის, როგორც საგარეო შოკის სახით მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე ქვეყნის შიგნით შემოღებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ახდენს გავლენას გარკვეულ სექტორებზე.