loader

ვინ იყვნენ და რა პირობებში ცხოვრობდნენ ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები - ხანძარმა ორსული ქალი, 4 არასრულწლოვანი და მოხუცი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყვნენ და რა პირობებში ცხოვრობდნენ ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილები - ხანძარმა ორსული ქალი, 4 არასრულწლოვანი და მოხუცი იმსხვერპლა

ხანძრის შედეგად დაღუპულია დედა და 4 შვილი. ოჯახს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. მათ შესახებ სიუჟეტი  სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "რეაქცია" გავიდა

შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი. არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.