loader

"ბექა, არ გამექცე, ბექა!" - როგორ გაეკიდნენ ნიკა მელია და ირმა ნადირაშვილი ბექა ოდიშარიას პარლამენტში შესვლისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბექა, არ გამექცე, ბექა!" - როგორ გაეკიდნენ ნიკა მელია და ირმა ნადირაშვილი ბექა ოდიშარიას პარლამენტში შესვლისას

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდება.

მათ შორის, პარლამენტის ეზოში იმყოფებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, რომლებიც მმართველი გუნდის ყველა წევრისგან, ვინც პარლამენტში მიდის, ინტერესდებიან, მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომლის გაჩერებასაც ნიკა მელია შეეცადა, ბექა ოდიშარიაა. აღნიშნულს პარლამენტის ეზოში მათ შორის შეკამათება მოჰყვა.

„ბექა, მე არ გამექცე, ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია. ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... მოდი, ვისაუბროთ... უნამუსო ხარ“, - მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც თავის მხრივ, ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.