loader

"გირჩის" აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს სანთლები დაუნთეს და "ვხედავ მეცხვარეს" უმღერეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გირჩის" აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილს სანთლები დაუნთეს და "ვხედავ მეცხვარეს" უმღერეს

პარტია "გირჩის" აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ ივანიშვილის სახლთან სანთლები დაანთეს და იმღერეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, პროტესტის ეს ფორმა ივანიშვილის დაცინვას ემსახურება.

„ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა სიტყვა, თუმცა არ შეასრულა. გადაგვაგდო და დაგვცინა. მის დაცინვაზე ეს იყო პასუხი და ახლა ჩვენ დავცინეთ”,- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტები პარლამენტთან გადასვლას და იქ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას აპირებენ.