რას ამბობს შსს პატარა გოგონას ცეკვის ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში უდიდესი აღშფოთება მოჰყვა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პატარა გოგონა ჩანს. საზოგადოების აღელვება იმ
ფაქტს მოჰყვა, რომ მათი დიდ ნაწილს მიაჩნია, გოგონას ასაკთან შეუსაბამო სამომსი აცვია, რაც შესაძლოა, პატარა გოგონასთვის საფრთხის შემცველი იყოს.
ვიდეო თავად მშობლების მიერ არის გავრცელებული, თუმცა "პალიტრავიდეო" მის დარედაქტირებულ ვერსიას აქვეყნებს, რომელშიც ბავშვის უსაფრთხოების მიზნით მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია.
"პალიტრავიდეომ" კითხვით მიმართა შსს-ს, შეიცავს თუ არა აღნიშნული კადრები ბავშვთა უფლებების დარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და მონაწილეობით“, - უთხრეს "პალიტრავიდეოს" შსს-ში.