შსს-ს მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან მშობლები, რომლებიც თბილისში საკუთარ შვილებს, ფულის სანაცვლოდ, პორნოგრაფიული გადაღებისთვის იყენებდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ის მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირად ღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.
დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.
ასევე დაგაინტერესებთ: მშობლები და ნათესავები ბავშვებს, ფულის სანაცვლოდ, პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოებს და სურათებს უღებდნენ - შსს შემზარავი დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს