შიდა კადრები თემქაზე, მკვლელობის ადგილიდან
თემქაზე, მე - 11 მიკრორაიონში 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. აღსანიშნავია, რომ მეხანძრეები ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდნენ, სადაც თავის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი ქალი იპოვეს.
მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას ნათესავების ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში, სავარაუდოდ, ბასრი ჭრილობა აღენიშნება.
როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილი ქალის ბიძაშვილმა ზაირა მირზოევამ განუცხადა, ისინი მკვლელობის მიზეზად შურისძიების მოტივს გამორიცხავენ. მისივე ინფორმაციით, სახლიდან მკვლელობის შემდეგ, სავარაუდოდ, ოქროულობაა წაღებული.
გარდაცვლილი სიმა მირზოევას მეუღლე პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა. ცხედარი კი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: სალომე კვარაცხელია