რა ვითარებაა ახლა პარლამენტთან, სადაც დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს უწყობენ (უწყვეტი ეთერი)
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ხმაური და შეხლა-შემოხლაა.
მათ მიერ მოწყობილი „სირცხვილის კორიდორის“ ფონზე მოუწია პარლამენტის შენობაში შესვლა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრს, ლადო კახაძეს.
ამასთან, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელიდან პარლამენტში შესვლას ცდილობს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ელენე ხოშტარია. მისი განცხადებით, მას უნდა, რომ პარლამენტში შეიყვანოს აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები, თუმცა ამის უფლებას პარლამენტთან მობილიზებული პოლიცია არ აძლევს, რასაც უკვე აქციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა და ხმაური მოყვა.
აქციის წარმოამდგენლები სკანდირებენ: „მონა“ და „სირცხვილია“.