loader

"კურიერიდან" წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურთ" - ირაკლი იმნაიშვილის პირველი სიტყვა არხის აღმასრულებელი დირექტორის რანგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კურიერიდან" წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურთ" - ირაკლი იმნაიშვილის პირველი სიტყვა არხის აღმასრულებელი დირექტორის რანგში

თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი იმნაიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ის არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ წარადგინა.

როგორც იმნაიშვილმა აღნიშნა, ისინი დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება.

„უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს „ნიუსრუმი“ არის ცარიელი, მაგრამ როდესაც ჩვენ აქ შემოვედით, დაგვხვდა ტელევიზიის 800-მდე თანამშრომელი. თანამშრომლებისგან მოვისმინე, რომ ჟურნალისტების ნაწილს, რომლებიც წავიდნენ, დაბრუნება სურთ. ისინი ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში - დგანან არჩევანის ზღვარზე, მიიღონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა იმნაიშვილმა.