loader

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან 2 საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ქართველებიდან 2 საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს უკრაინელ სამართალდამცველებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ორი პირი 2012 წლამდე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი იყო და მათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვეს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე მათი კუთვნილი ავტომობილი “ლექსუსი”.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.

დაკავებულების ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.

ასევე იხილეთ: კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - სათვალთვალო კამერისა და სპეცოპერაციის კადრებს პოლიცია ავრცელებს