loader

გვარამიას გადაეცა 2 ბინა ვაკეში, რომელიც მან 602 521 ლარად გაყიდა - რა ინფორმაციას ასაჯაროებს პროკურატურა "რ2"-ის ყოფილ გენდირექტორზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გვარამიას გადაეცა 2 ბინა ვაკეში, რომელიც მან 602 521 ლარად გაყიდა - რა ინფორმაციას ასაჯაროებს პროკურატურა "რ2"-ის ყოფილ გენდირექტორზე

ნახეთ სრულად: რას ედავება პროკურატურა ნიკა გვარამიას - საგამოძიებო უწყების განმარტებები

პროკურატურაში "რუსთავი 2"-თან და არხის ყოფილ გენერალურ დირექტორთან,  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

"ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შ.პ.ს "ინტერ მედია პლუსს" ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა "რუსთავი 2"-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი), საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა "რუსთავის 2"-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისსა და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა - საერთო ჯამში 602 521 ლარად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება ასევე აქტიურად სწავლობს "ინტერ მედია პლუსის" და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სხვა კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება დამატებით. 
ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით", - განაცხადეს უწყებაში.