შსს ახალ კადრებს ავრცელებს თუშეთის უბედურების ადგილიდან, რომელშიც ჩანს, როგორ ამოჰყავთ მაშველებს ხევში გადავარდნილი სატვირთო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამაშველო-საძიებო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სპეცტექნიკის დახმარებით ხევში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილი წყლის კალაპოტიდან გამოტანილია. შედეგად მყვინთავებს მიეცათ საშუალება, შეემოწმებინათ მანქანის ქვეშ არსებული წყლისქვეშა სივრცე. დათვალიერების შედეგად, ამ ეტაპზე მეშვიდე ადამიანის ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი.
პარალელურად, სამაშველო ჯგუფების მიერ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის დეტალური დათვალიერება.
ავტოსაგზაო შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. ამ დროისთვის მაშველებმა შეძლეს 6 ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.