"მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ეს არის ჩემი საქმე..." - პაატა სალია ჟურნალისტებს, როცა მათ შეკითხვები გიორგი გაბუნიას და ნოდარ მელაძის რ2-ზე დარჩენასთან დაკავშირებით დაუსვეს
2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.
კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, ვერ ხედავს საფუძველს, რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება.
ასევე კითხვაზე, რომლის მიხედვითაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ნოდარ მელაძეს აქვს მოლოდინი, რომ მასაც ჩაანაცვლებენ, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ მელაძეს „მოლოდინი გაუცრუვდება“.
ასევე იხილეთ: რა განაცხადა პაატა სალიამ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ