loader

"რამდენიმე შემთხვევა, შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს" - ექიმის კომენტარი რუსთაველზე დაშავებულების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიმე შემთხვევა, შესაძლოა, თვალის დაკარგვით დასრულდეს" - ექიმის კომენტარი რუსთაველზე დაშავებულების შესახებ

რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული 20 პაციენტი "ნიუ ჰოსპიტალსშია" მოთავსებული. როგორც "პალიტრავიდეოს" კლინიკის მთავარმა ექიმმა, გიორგი კორძახიამ განუცხადა, მათთან შეყვანილი პაციენტებიდან 6-ს თვალის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან 3-ს ოპერაცია ჩაუტარდება, მეოთხეს მდგომარეობაზე კი თათბირობენ. კორძახიას თქმითვე, შესაძლოა, რამდენიმე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდეს.

ავტორი: ეკა ლემონჯავა