ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას - პატრიარქის ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე
ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე, მრავალი განსაცდელი ხდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახალგაზრდობა დიდი საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა.
პატრიარქმა მრევლს სულთმოფენობა მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პატრიარქმა ბრძანა, რომ ქართველ ადამიანს არ სჭირდებოდა ოქრო, ვერცხლი, სიმდიდრე, ქართველ ადამიანს სჭირდებოდა მადლი ღვთისა.