"რეანიმაციაში მყოფის მდგომარეობა მძიმეა" - რას ამბობს ექიმი გორის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა შესახებ
გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა.
თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "ბეემვეს" მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 8 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს "ბეემვეში" მყოფმა პირებმაც.
"ბეემვეს" ავტომობილის მძღოლი და მგზავრები თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს.
"გორმედის" მორიგე ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს და მის 2 წლის შვილს მცირე ექსკორაციები აღენიშნებათ და ორივე მათგანი ტრამბულატორიული პაციენტია. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მძიმეა 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. სხვა დაშავებულებს კი ამ წუთებში პირველადი დახმარება და პირველადი კვლევები უტარდებათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართვველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მეექვსე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ია თინიკაშვილი
ასევე იხილეთ : მძიმე ავარია გორის ავტომაგისტრალზე - 1 ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი