"მოგი....ნავთ" - კადრები წყალტუბოდან, სადაც "კურიერის" ჟურნალისტს იმ გოგონას ოჯახში სცემეს, რომელიც 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული
წყალტუბოში "რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს 5-ზე მეტი პირი დაესხა. შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როდესაც "კურიერის" ჟურნალისტები პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდე გადამღები ჯგუფი წყალტუბოში, იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, მას შემდეგ კი როდესაც ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ ჩიხლაძე ავტომობილში სხდებოდნენ, მათ თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ჟურნალისტები ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი. ედიშერ მუშკუდიანს მრავლობითი მოტეხილობები და თვალის დაჟეჟილობა აღენიშნება. ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე მუხლის პირველი პრიმა, "ბ" ქვეპუნქტი (ძალადობა ჯფუფურად)და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა)დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულში მონაწილე ერთი პირი, რომელიც პოლიციაშია გადაყვანილი.