"როგორც კი ჭამა, გალურჯდა" - ყვარელში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებას ოჯახი ქათმის წვნიანით მოწამვლას უკავშირებს
ყვარლის მუნიციპალიტეტში 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, მანამდე ბავშვმა ქათმის ხორცით მომზადებული წვნიანი მიიღო, რის შემდეგაც ინტოქსიკაცია დაეწყო.
გამყრელიძეები მომხდარს ერთ-ერთი წარმოების ქათმის მიღებას უკავშირებენ, რომელიც თბილისიდან ნათესავმა გაუგზავნათ. ბავშვი ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.
საკვების მიღების შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მშობლებსაც, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
გამყრელიძეები განმარტავენ, რომ მომზადებამდე პროდუქტის ვარგისიანობა შეამოწმეს, თუმცა წარწერის მიუხედავად, ქათამი ძველი იყო და მოწამვლაც სწორედ ამან გამოიწვია.
მომხდარზე დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ნათია წითელაური
ასევე იხილეთ: "5 წუთში განვითარდა კლინიკური სიკვდილი" - რას ამბობენ ყვარლის კლინიკაში 11 თვის ჩვილის გარდაცვალებაზე