რატომ შეუწყდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება
ელექტროგადამცემი ხაზის, "იმერეთის" ავარიულად გათიშვის გამო ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"დღეს, 18:11 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი "იმერეთი", რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.