ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ISIS-ის ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა
ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა.
ვიდეოს "ისლამური სახელწიფოს" მედიასაშუალება "ალ-ფურქან მედია" ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ ეს ალ-ბაღდადის კამერის წინ გამოჩენის პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ესაუბრება ალ-ბაღდადი გარშემომყოფებს სირიაში "აი-სი-სის" მიერ კონტროლირებად უკანასკნელ დასახლებულ პუნქტში, სოფელ ბაღუზში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა, სავარაუდოდ, ის მიმდინარე წლის აპრილშია ჩაწერილი. ვიდეოში ალ-ბაღდადი საუბრობს, რომ აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაში კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობა სირიაში მომხდარი მოვლენების მიმართ ტერორისტული ორგანიზაციის საპასუხო ნაბიჯი იყო.
ვიდეოს ბოლოს ის აცხადებს, რომ მართალია, ბაღუზში ბრძოლა დასრულებულია, თუმცა "ისლამური სახელმწიფო" მთელი მსოფლიოს მაშტაბით მტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" რამდენიმე წლის წინ სირიისა და ერაყის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, გასულ თვეს კი მათ სირიაში მდებარე ბოლო დასახლებულ პუნქტზეც დაკარგეს კონტროლი.