loader

რას ჰყვებიან ჩუმლაყელები მამაზე, რომელმაც შვილი დანის გულში ჩარტყმით მოკლა - გარდაცლილი 40 წლის მამაკაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვებიან ჩუმლაყელები მამაზე, რომელმაც შვილი დანის გულში ჩარტყმით მოკლა - გარდაცლილი 40 წლის მამაკაცია

გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში, მამამ შვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 40 წლამდე კაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შემთხვევამდე კი შვილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

ვიდეო: "კურიერი", "რ2"