როგორ დააკავეს "ქურდული სამყაროს" წევრები და პირი, რომელიც ბიზნესპარტნიორთან დავის გადაწყვეტას "კანონიერი ქურდების" მეშვეობით ცდილობდა - შსს-ს კადრები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ქურდული სამყაროს" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი.