loader

ხურვალეთში შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ - პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხურვალეთში შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ - პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა ადგილიდან

სოფელ ხურვალეთის განაპირას, იმ ტერიტორიაზე, სადაც 7 თებერვალს დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ცოტა ხნის წინ შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ.

,,დაახლოებით იმ ადგილას, სადაც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა 7 თებერვალს ე.წ. სასაზღვრო-სამეთვალყურეო კოშკურა დაამონტაჟეს, ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. სამი ნიღბიანი პირი ამ კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრით აქეთ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია მათი გამოჩენის მოტივი. ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლები და ვითარებას აკონტროლებენ. ამ წუთებში დაძაბული ვითარება არ არის“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
სოფელ ძუკაანთკარის განაპირას, იმ ადგილზე, სადაც სამეთვალყურეო კოშკურაა განთავსებული, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს რამდენიმე წლის განმავლობაში საგუშაგო ჰქონდათ მოწყობილი, სამეთვალყურეო კოშკი კი მიმდინარე წლის 7 თებერვალს დაამონტაჟეს.

ვიდეო: "ფეისბუქგვერდი" - "რუსეთი ოკუპანტია"