loader

რა ხდება ამ წუთებში გურამიშვილზე, სადაც გაზსადენის დაზიანების გამო 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში გურამიშვილზე, სადაც გაზსადენის დაზიანების გამო 9000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, დავით გურამიშვილის გამზირის #50-თან სამშენებლო კომპანია "დინ გრუპის" მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შესრულებისას საშუალო წნევის 450 მმ-იანი გაზსადენი დაზიანდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მომხდარის გამო თბილისის ამ რაიონში გაზის მიწოდება 9000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. "კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ბრიგადები. აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესი ხვალ დილიდან დაიწყება.

გთხოვთ არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ონკანები იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ცხელ ხაზზე - 2404004", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი