loader

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გურანდა გაბუნია გარდაცვალებამდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასში; 1961–1963წწ. მუშაობდა თბილისის სანიტარული კულტურის, 1967–1970წწ. შოთა რუსთაველის სახელობის, 1970–1975წწ. რუსთავის დრამატულ თეატრებში; 1975 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარგარიტა(ვადიმ კოროსტილევი "მარტოობის დღესასწაული"), ასმათი(რევაზ თაბუკაშვილი "რას იტყვის ხალხი"), დოლი(ლევ ტოლსტოი "ანა კარენინა"), ცელია პიჩემი(ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა"), და სხვ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ირინე(სერგო კლდიაშვილი "ქარიშხალი"), ისმენე(ჟან ანუი "ანტიგონე") და სხვ. რუსთავის დრამატულ თეატრში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ჟოზე(ოტია იოსელიანი "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი"), როქსანა(როსტანი "სირანო დე ბერჟერაკი"), ელის ჩერემისოვა(ვადიმ კოროსტილოვი "ასი წლის შემდეგ"). შესრულებული აქვს კინო როლები: ირინე("დათა თუთაშხია", 1978), ჯულიეტა("მზე შემოდგომისა", 1973), ლაურა("ორომტრიალი", 1986), დარეჯანი("დღეს ღამე უთენებია", 1983), ჭორიკანა("აურზაური სალხინეთში", 1975), რუსუდანი("ერთი ცის ქვეშ", 1961), ლილის ბიცოლა("თბილისი ჩემი სახლია", 1994) და სხვ.