loader

რას ჰყვება ბებია, რომლის 4 წლის შვილიშვილი, სავარაუდოდ, მშობლების ცემის შედეგად გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ჰყვება ბებია, რომლის 4 წლის შვილიშვილი, სავარაუდოდ, მშობლების ცემის შედეგად გარდაიცვალა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში მოათავსეს.

მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, ინფორმირებული იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ავტორი: ნიკა საჯაია

"ბავშვი სასიკვდილოდ ნაცემი იყო და პატრული რომ მივიდა, საბანი გადააფარა: სძინავსო" - რას ჰყვება გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მეზობელი