ვრცელდება კადრები აფხაზეთიდან, სადაც ხევში გადავარდნილ БТР-ში 3 რუსი სამხედრო დაიღუპა
რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ აფხაზურმა მედიამ სოფელ წებელდასთან ახლოს, სოხუმის სამხედრო გზაზე მიმავალი БТР-80-ის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია აღიარა. აქამდე ამის შესახებ ცნობები, ფოტო და ვიდეომასალა მხოლოდ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო კი დუმდა.
წებელდა სოხუმის სამხედრო გზაზე, გულრიფშის რაიონში მდებარეობს, სადაც ამჟამად რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული. შემთხვევა 18 იანვარს მოხდა - სამხედრო ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამი სამხედროები მართავდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ გვინადგურდება აფხაზეთი, სანამ ოკუპირებულია