რას აცხადებს დავით სერგეენკო დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე
იაშვილის კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვიდან მძიმე დაზიანება არც ერთს არ აღენიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ არასრულწლოვნების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იაშვილის კლინიკაში მეოთხე ბავშვსაც ელოდებიან.
„იაშვილის კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი. ორის მდგომარეობა მსუბუქია, ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებათ, რომელიც დამუშავდა. მესამის მდგომარეობა საშუალოსა და მსუბუქს შორის არის. არის ქალას ტრავმა. ჩატარებული კვლევების შედეგად, საბედნიეროდ, მძიმე დაზიანება არ აღმოჩნდა. გონზეა, კონტაქტურია და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. აქ კიდევ ველოდებით მეოთხე ბავშვს, რომელსაც ახლა შემოიყვანენ მიმღებში. მასზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ მაქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
დავით სერგეენკო ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული დაშავებულების მონახულებასაც გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული სრულწლოვანია.
ასევე დაგაინტერესებთ - კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, ცხედრები გამოასვენეს
რა ხდება ამ წუთებში დიდ დიღომში, აფეთქების შემდეგ - უწყვეტი პირდაპირი ეთერი
"ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი ადამიანი" - თეიმურაზ კუპატაძე აფეთქების დეტალებზე
"კლინიკაში შეყავდათ ბავშვები სულ სისხლიანი, აფეთქდა, როგორ გვეუბნებიან გაზი" - რა ჰყვება ადგილობრივი დიღომში მომხდარ აფეთქებაზე