loader

პირდაპირი ეთერი სამების ტაძრიდან, სადაც ილია II მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღავლენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი სამების ტაძრიდან, სადაც ილია II მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღავლენს

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. 

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა სრულდება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღესასწაულის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში, 18 იანვრამდე მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს ოთხშაბათსა და პარასკევს არასამარხვო საკვების მიღება შეეძლება. 18 იანვარი, ნათლისღების წინა დღე კი მარხვაა.