ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობისთვის, მამინაცვალ ვეფხია ბაქრაძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - თამარ გამრეკელაშვილის დედის პირველი კომენტარი
ბარნოვზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მამინაცვალს, ვეფხია ბაქრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თეიმურაზ ბაქრაძეს, მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ თაკო გამრეკელაშვილი მიმდინარე წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. აღნიშნულ დანაშაულზე სამართალდამცველებმა მოკლულის მამინაცვალი ვეფხია ბაქრაძე 14 აპრილს, თელეთში დააკავეს. ის მიმალვაში იმყოფებოდა.