loader

"მე აღარ მყავს დედა" - ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა, შვილი დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე აღარ მყავს დედა" - ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა, შვილი დედის გარდაცვალებას პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. კერზაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

კერძოდ, ბაჩანა შენგელია, ბოლო პერიოდში სკოლაში აუდიტის სამსახური შესვლას პედაგოგზე ზეწოლად აფასებდა.

ინსპექტირების სამსახურმა სკოლა გასული თვის შუა რიცხვებში შეამოწმა და დასკვნაში რამდენიმე დარღვევაც დააფიქსირა, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს გამოუგზავნა.

სამეურვე საბჭოს წევრი პედაგოგების ინფორმაციით, კი აღნიშნული დარღვევება გამოსწორებადი იყო და ისინი დირექტორის ამ მიზეზით გათავისუფლებას არ დაეთანხმნენ.