უახლესი ინფორმაცია მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის შესახებ ექიმისგან - მინისტრი ისევ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, პაციენტს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნება.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე რჩება, თუმცა გაუარესებული არ არის. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, შესაბამისად, კონტაქტური არ არის. აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და თავის ტვინის დაჟეჟილობა", - განაცხადა ექიმმა.
მიხეილ გიორგაძე ორი დღის წინ ყვარელში ავარიაში მოყვა.