"შემოვარდა სახლში ქვები, ბავშვებმა გრძნობა დაკარგეს" - ქედაში კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი 100 მეტრის მოშორებით, საკუთარ ეზოში დაიღუპა
უბედური შემთხვევა ქედაში - კარიერის აფეთქებისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ბავშვს კარიერის დამუშავებისას ქვა დაეცა. შემთხვევა ქედაში, სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ცნობისთვის, დოლოგანის ცენტრში კარიერია, სადაც ქვის მოპოვება ხდება. კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სოფელში ინერტულ მასალას მოიპოვებდნენ, გამოკითხვაზე დაიბარეს. თავად დაღუპული ბავშვის ახლობლები კარიერის მწარმოებელ კომპანიას უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ.