loader

თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი“ დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი" დააკავა. როგორც თურქული მედია წერს, ინტერპოლის მიერ ძებნილი "ლავასოღლის" აყვანა სპეციალური რეიდის დროს განხორციელდა. "რეიდის ფარგლებში გააჩერეს ავტომობილი, რომელშიც მინდია გორაძე აღმოჩნდა. მას თან ჰქონდა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი" - იუწყება თურქული მედია. თავად ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, დაკავების ფაქტის დადასტურება არ შეუძლია, თუმცა ინფორმაცია მისთვისაც ცნობილია.
მიმდინარე წლის ივლისში, სამართალდამცველებმა თბილისსა და აჭარის რეგიონში, "ქურდული სამყაროს" წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს, "კანონიერ ქურდ" მინდია ლავასოღლის კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მასზე ძებნა ინტერპოლით იყო გამოცხადებული. გორაძე 36 წლისაა.