loader

სოფელ პატარა ფოთში მანქანა ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ პატარა ფოთში მანქანა ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმირჩილა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

ავტორი: მაია ძაგანია