loader

კადრები ელიავას ბაზრობიდან, სადაც რკინის საამქროში ხანძარი გაჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ელიავას ბაზრობიდან, სადაც რკინის საამქროში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე რკინის საამქროში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა.
ამჟამად ხანძარი ლიკვიდიდრებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსმა კობა ჯოხაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი დაიწვა.

„აგლაძის 118 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროს. ადგილზე მობილიზებილი იყო 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა. ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. დაშავებული არავინ არის. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური დაადგენს", - განაცხადა ჯოხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ: პირდაპირი ეთერი ელიავას ბაზრობიდან, სადაც ამ წუთებში ძლიერი ხანძარია