თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები დედაქალაქში
        
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქში სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება  რამდენიმე უბანშია დაგეგმილი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, შემეცნებითი აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო სამეურნეო ბაზრობები.დედაქალაქში თბილისობის აღსანიშნავი ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.ცენტრალური ადგილი რიყის პარკია, სადაც სტუმრების ძირითად ნაკადს  ელოდებიან. 20:00 საათზე  კი "თბილისური ვოდევილის" პრემიერა გაიმართება.ღონისძიებები დაგეგმილია ასევე დედაენის ბაღში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევში. 6 და 7 ოქტომბერს "თბილისობა 2018" იმართება.
    
