loader

გერმანელი სამხედრო ოპერატორის უნიკალური კადრები - როგორ შემოვიდნენ ნაცისტები კავკასიონზე და იალბუზზე ფაშისტური დროშა აღმართეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გერმანელი სამხედრო ოპერატორის უნიკალური კადრები - როგორ შემოვიდნენ ნაცისტები კავკასიონზე და იალბუზზე ფაშისტური დროშა აღმართეს

1942 წლის 23 ივლისს, დონის როსტოვის დაცემის შემდეგ, ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალ ევალდ ფონ კლაისტის სატანკო შენაერთები კავკასიონის ქედისკენ დაიძრნენ.

სამთო დივიზია “ედელვაისის” მეთაურმა, გენერალმა ჰუბერტ ლანცმა გადაწყვიტა, საბჭოთა არმიისთვის მდინარე ყუბანის ხეობიდან შეეტია - გადასულიყო მარუხისა და ქლუხორის უღელტეხილებზე და საქართველოს აფხაზური შავი ზღვის სანაპიროზე გაჭრილიყო. გერმანელთა მე-4 სამთო-მსროლელი დივიზია კი, რომელიც ძირითადად ტიროლელებისგან შედგებოდა, საქართველოში გადმოსვლას სანჩარის უღელტეხილიდან შეეცადა.

დივიზია “ედელვაისის” ფლანგების დასაცავად და იალბუზისკენ მიმავალი ბილიკის ხელში ჩასაგდებად, შეიქმნა სპეციალური რაზმი. 1942 წლის 21 აგვისტოს ჰაუპტმან (კაპიტან) ჰაინც გროტის რაზმმა კავკასიონის უმაღლეს წერტილზე - იალბუზზე გერმანული სამხედრო დროშა აღმართა.

ნახევარი წლის შემდეგ, 1943 წლის 13 თებერვალს, გერმანელთა დროშები საბჭოთა სამხედრო ალპინისტებმა ჩამოხსნეს და ნაცისტურის ნაცვლად საბჭოური დროშები და სიმბოლოები აღმართეს.

გროტის რაზმს იალბუზზე ასვლისას თან ახლდა გერმანელი სამხედრო ოპერატორიც, რომელმაც დაწვრილებით გადაიღო როგორც ეს უდიდესი ალპინისტური მიღწევა, ისე თავად დროშის აღმართვის ცერემონიაც. ამ კადრების ნაწილი მაშინვე შევიდა მთავარი გერმანული პროპაგანდისტული კინოჟურნალის, “გერმანული საკვირაო მიმოხილვის” (Die Deutsche Wochenschau) ერთ-ერთ გამოშვებაში, მთელი ფილმი კი დაახლოებით 20 წლის წინ იქნა გამოცემული სახელით “მეგობრები ედელვაისის ქვეშ”, რომელიც მთლიანად ეხება “ედელვაისის” პირველი დივიზიის გზას ბავარიაში განლაგებული მიტენვალდის სამთო-სამხედრო ბაზიდან, სადაც ხდებოდა გერმანული სამთო-მსროლელი ნაწილების წვრთნა, იალბუზის მწვერვალამდე.