loader

"რანაირი შვილი მომიკლეს, დედა" - ჩხუბი მეზობლებს შორის პოლიტიკაზე კამათით დაიწყო და 44 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რანაირი შვილი მომიკლეს, დედა" - ჩხუბი მეზობლებს შორის პოლიტიკაზე კამათით დაიწყო და 44 წლის კაცის მკვლელობით დასრულდა

მკვლელობა პოლიტიკის ნიადაგზე - საფიჩხიას სასაფლაოზე 44 წლის გოგიტა სოფრომაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მამაკაცს 2 ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. სისხლიან დაპირისპირებას წინ საქმის გარჩევა უძღვოდა.

დაპირისპირება მამაკაცებს შორის პოლიტიკაზე კამათით დაიწყო. დაღუპულის დედა ჰყვება, რომ მისი შვილი მხარს ოპოზიციას უჭერდა, მეზობელი კი, რომელმაც, სავარაუდოდ, გოგიტა სოფრომაძეს ესროლა, მმართველ პარტიას გულშემატკივრობდა. პოლიტიკურ ნიადაგზე კამათი ჯერ ეზოში დაიწყო, საბოლოოდ კი სასაფლაოზე საქმის გარჩევით და მკვლელობით დასრულდა.