მეღვინე მაჭახელაში, რომელსაც მე-10 საუკუნის მარანი აქვს, მეორე წელია საფირმო ღვინოს ამზადებს
მეღვინე ამირან მალაყმაძე მაჭახელას ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში ცხოვრობს. იგი ერთ–ერთია იმ რამდენიმე ადგილობრივ ფერმერთა შორის, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მაჭახელას ხეობის პროექტის ფარგლებში დაფინანსდნენ. UNDP/GEF პროექტი ეკოტურიზმის ხელშეწყობის და ფერმერობის განვითარების პროგრამებს ითვალისწინებს.
ამირან მალაყმაძეს მე–10 საუკუნის მარანი და ქვის საცეხველი აქვს. მას პროექტის ფარგლებში მოსაშენებლად 5 სახეობის ყურძნის ჯიში გადასცეს, რათა ოჯახისთვის ტრადიციული მეღვინეობა ააღორძინოს.
ამირან მალაყმაძეს მე–10 საუკუნის მარანი და ქვის საცეხველი აქვს. მას პროექტის ფარგლებში მოსაშენებლად 5 სახეობის ყურძნის ჯიში გადასცეს, რათა ოჯახისთვის ტრადიციული მეღვინეობა ააღორძინოს.